8 წლის ბიჭის შესაძლო გაუპატიურება - ბავშვის ბებია შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და სკოლის მხრიდან შურისძებაზე საუბრობს
8 წლის დისშვილის შესაძლო გაუპატიურებაში მხილებული 20 წლის კაცი, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. დაკავებული კაცის დედა და ამავდროულად დაზარალებული ბავშვის ბებია საკუთარი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამ უმძიმეს შემთხვევას შურისძიებას უკავშირებს.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაციის ბრალდება უსაფუძვლოა და ეს ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილი სკოლაში არ მიიღონ.
ასევე, მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვი ერთხელ უკვე ჰყავდათ სკოლიდან გაშვებული.
ბოლო დონის გაცეცხლებული ვარ, შემიძლია ასე დავკეცო ყველა და დავალაგო. ჩემი შვილი სიმწრით მყავს გაზრდილი, მისი სიმართლე ყველგან ჩანს. ეს ბრალდება საიდან მოიტანეს. გამართლება აქვს მაგ დირექტორს? ეგენი კარგს გამიკეთებენ? სპეციალურად გამიკეთეს. მაგათ მე პასუხს მოვთხოვ. ჩემი შვილი თავის სიმართლეს გაარკვევს. ვადანაშულებ სკოლას", - ამბობს დაკავებულის დედა.
პროკურატურა ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე უწყება მკაცრი იქნება.
როგორც ცნობილია 7 წლის ბიჭმა ამ ფაქტზე პირველად მანდატურთან ისაუბრა, რის შემდეგაც საქმეში სამართლადამცველები ჩაერთნენ.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებაა. ახლა ყველაფერი ექსპერტიზის პასუხზე იქნება დამოკიდებული, რომლითაც უნდა დადგინდეს, იძალადა თუ სექსუალურად ბიძამ საკუთარ დისშვილზე.