მაღალი ინფლაციის გამო სურსათზე ფასები ერთ წელში 15 პროცენტით გაიზარდა

03.02.23 18:04
მაღალი ინფლაციის გამო სურსათზე ფასები ერთ წელში 15 პროცენტით გაიზარდა

მაღალი ინფლაციის გამო სურსათზე ფასები ერთ წელში 15 პროცენტით გაიზარდა. გაძვირებულია თითქმის ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საქსტატის უახლესი ანგარიშით, დაახლოებით 23 პროცენტით მოიმატა ფასმა  პურსა და პურპროდუქტებზე. ფასები 26 პროცენტით მომატებულია ბოსტნეულსა და ხილზე. გაძვირდა ხორცი, ზეთი და ცხიმიც.

ეს მაშინ ხდება როცა, NDI-ს უახლესი კვლევებით ყოველი მესამე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ისედაც შიმშილობს.

რა ვიცი, პენსია მოგვიმატეს და პროდუქტები გაგვიძვირეს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? ერთი ჯიბიდან ამოიღეს და მეორეში ჩადეს. 

ყველაფერი გაძვირებულია - ამბობს ,,ტვ პირველთან" პენსიონერი. 

ეკონომიკის ექსპერტები პრუდუქტებზე ფასის ზრდას საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებენ. მათი განმარტებით, სებ-მა დიდი ოდენობით თანხა მოჭრა, რამაც ინფლაცია გამოიწვია.