,,ვივა მედის" დირექტორმა სააკაშვილის პროცესზე სამედიცინო ეთიკის ნორმები დააღვია - მარიამ ჯიშკარიანი
,,ვივა მედის" დირექტორმა პროცესზე დაკითხვის დროს დაარღვია სამედიცინო ეთიკის ნორმები, ჭორაობდა - ასე გამოეხმაურა ცენტრ ,,ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესს.
სასამართლო პროცესი 37 წლის ამბებს მოგვაგონებდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოში ამდაგვარი მართლმსაჯულება რომ გაგვაჩნია და კლინიკას კი ასეთი ხელმძღვანელი რომ ჰყავს, რომელმაც დაარღვია როგორც საერთშორისო, ასევე ადგილობრივი, სამედიცინო ეთიკის ნორმები, სტანდარტები.
პრაქტიკულად, ჭორებს ჰყვებოდა, კავშირში არ იყო სამედიცინო დოკუმენტაციასთან, რასაც ნინო ნადირაძე აცხადებდა. - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს კლინიკა ,,ვივა მედის" დირექტორი დაიკითხა. ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს მისი გარემოცვა უვარგის პროდუქტს უგზავნის.