შემზარავი ამბავი შიდა ქართლიდან - 8 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა
შემზარავი ამბავი შიდა ქართლიდან - 8 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა. ძალადობის მსხვერპლი სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდია, რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ პირველად სკოლის მანდატურს შეატყობინა, რის შემდეგაც სკოლაში განგაში გამოცხადდა. პედაგოგებმა ჯერ მშობელი გამოიძახეს და შემდეგ პოლიციაში დარეკეს.
ბავშვს კი უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ის პრაქტიკულად უკონტაქტოა და სკოლაშიც აღარ დადის.
"პირველებთან" საუბარში მოზარდის დედა ამბობს, რომ შვილის ნაამბობის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ მის ძმას ეს სასტიკი დანაშაული არ ჩაუდენია.
8 წლის მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ახლა ოჯახიც და სამართალდამცველებიც მედიკოსების დასკვნას ელოდებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიძას უმკაცრესი სასჯელი ელოდება.
20 წლის მოძალადე ბიძა დაკავებულია. მას სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვრცლად იხილეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟი.