კაცი 15 წლის შვილს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებდა - მამა დაკავებულია
ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს. ახალგაზრდა კაცი, 15 წლის შვილს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებდა. შემთხვევა მარნეულში მოხდა. ოჯახმა გოგონა დანიშნა, ამის შემდეგ კი მოზარდი სახლიდან გაიქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულ კაცს ახლა ოჯახის არასრულწლოვნი წევრის მიმართ ძალადობას და არასრულწლოვნის იძულებით ქორწინებას ედავებიან. 15 წლის გოგონა კი უსაფრთხო ადგილზეაა გადაყვანილი.