ხანძარს რუსთავში ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ელექტრო გამათბობელის გამო გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.
მარის არხის დასახლებაში ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე მოხუცი მარტო იმყოფებოდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან მოხუცმა გამოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე გარდაიცვალა.