ნადირაძის განხილვა მხოლოდ იუმორის სტილში შეიძლება - ხაჭაპურიძე პენიტენციურის მოწმეების სიყალბეზე საუბრობს

04.02.23 11:11
ნადირაძის განხილვა მხოლოდ იუმორის სტილში შეიძლება - ხაჭაპურიძე პენიტენციურის მოწმეების სიყალბეზე საუბრობს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყველა მოწმის ჩვენებამ, რომელიც გუშინ პენიტენციურმა სასამართლოს წარუდგინა, დაადასტურა, რომ უწყებას არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში არ გაუშვას.

ხაჭაპურიძემ ასევე შეაფასა "ვივა მედის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ნადირაძის ჩვენებაც და თქვა, რომ ამის განხილვა მხოლოდ იუმორის სტილში შეიძლება.

გუშინდელ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე სრულად შეეცადა პოზიცია დაეფიქსირებინა. წარმოადგინეს სამი და მოხსნეს დანარჩენი ყველა მოწმე. ერთი გახლდათ ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომლის განხილვაც იუმორის სტილში შეგვიძლია. ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში მიმდინარე პროცესებისა. რაც შეეხება ორ მოწმეს, ექპერტებს, აშკარად გამოიკვეთა მათი დარგის სიყალბე. ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამდარგის სპეციალისტი არ ვარ. და მეორე ბატონი იყო ფსიქიატრი, მან თქვა, რომ ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი, არ გამოუკვლევია ტესტები და ა.შ. სრული კატასტროფა იყო. მეორეს რაც შეეხება, ვიზრუნებთ, რომ ფსიქიატრის ლიცენზია დაკარგოს. რადგან არ შეიძლება პატიმრებთან შეხება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს  ფსიქიატრიაზე", - ამბობს ხაჭაპურიძე.