ორ-ორი ავადმყოფი მყავს სახლში, შავ პურს ვჭამდი, იმასაც ვეღარ ვყიდულობ - გორში მერიამ მოვაჭრეები ტერიტორიიდან გაიყვანა

04.02.23 11:51
ორ-ორი ავადმყოფი მყავს სახლში, შავ პურს ვჭამდი, იმასაც ვეღარ ვყიდულობ - გორში მერიამ მოვაჭრეები ტერიტორიიდან გაიყვანა

გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოებიი გორში. გურამიშვილის ქუჩაზე ტროტუარის მშენებლობა, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია, ამ დრომდე ვერ სრულდება.  ეს არის ადგილი, სადაც გარემოვაჭრეები იდგნენ და პურის ფულს გამოიმუშავებდნენ. სამუშაოების დაწყების გამო კი მერიამ მოვაჭრეეები ტერიტორიიდან გაიყვანა. 

კომპანია, რომელიც გორის მერიამ დაიქირავა, სამუშაოებს ნელ ტემპებში აწარმოებს. წესით პროექტი რამდენიმე კვირაში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა.

ფაქტს აპროტესტებენ გარემოვაჭრეები, რომელიც აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობდნენ და ახლა ამბობენ, რომ სახლში პურიც კი ვეღარ მიაქვთ.

აღარ დადგეო, სად წავიდე? ფული მინდა, პურის ფული. თუ გაშალე წაგართმევ კალიასკას და სულ წაგართმევ მაგ საქონელსო. რა გავაკეთო, არ ვიცი, მე მეტი საშუალება არა მაქვს, არც მეტის გასაქანი მაქვს, სად წავიდე, არსაიდან შემოსავალი არა მაქვს. ორ-ორი ავადმყოფი მყავს სახლში. შავ პურს ვჭამდი, იმის საშუალებასაც კი აღარ გვაძლევენ, რომ ავდგეთ და სახლში პური წავიღოთ. რა გავაკეთოთ, აბა, სად წავიდეთ? რომ მოვკვდე ის მირჩევნია, ვიდრე სხვაგან წავიდე. ჯერ პენსიონერი არ ვარ და პურის ფული მიმქონდა სახლში. ყინვაში და თოვლში აქ ვდგავარ. აი, ვიყინები, 9 საათიდან აქ ვდგავარ", - ამბობენ გარემოვაჭრეები