საცივი? რომელიც ორი ლუკმა ჭამა და მერე გული ერეოდა? - ალასანია ნადირაძის განცხადებებით აღშფოთებულია

04.02.23 13:18
საცივი? რომელიც ორი ლუკმა ჭამა და მერე გული ერეოდა? - ალასანია ნადირაძის განცხადებებით აღშფოთებულია

მიხეილ საააკშვილის დედა ნინო ნადირაძის  გუშინდელი განცხადებების გამო აღშფოთებულია. კლინიკა "ვივა მედის" აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან, პაციენტის პერსონალური მონაცემების საჯაროზე გამოტანა გიული ალასანიასთვის სრულად მიუღებელია. 

ნადირაძეს, რომელიც სხდომათა დარბაზში მთელი ქვეყნის გასაგონად ამბობდა, რომ პატიმარი პაციენტი მადას არ უჩივის და საკვებს უპრობლემოდ იღებს, როგორც გიული ალასანია ამბობს, ერთი დეტალი გამორჩა, მცირე რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ პრეზიდენტს ახალ წელს პირღებინება დაეწყო.

ნადირაძის ჩვენების შემდეგ გიული ალასანიას რჩება განცდა, რომ ახლა მთელი სისტემა დედას საკუთარი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, და არა მარტო მე, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ეს იყო დაცინვა არა მხოლოდ პაციენტის და ოჯახის წევრების, მთლიანად სასამართლო სისტემის. ადამიანმა დაიკლო 38 კილო, უკაცრავად, ვერ გავიგე, სიკვდილისკენ მიდის ეს ადამიანი და ეს თვითდაზიანება რას ნიშნავს? თვითმკვლელობაა? კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ ის ფაქტი, რომეს ადამიანი არის მოწამლული. საწამლავია მის ორგანიზმში და სწორედ ესაა დაბრკოლება, რის გამოც ვერ იღებს საჭმელს. საცივი? რომელიც ორი ლუკმა შეჭამა ახალ წელს? ადამიანმა გამოუგზავნა, რომელსაც დიდ პატივს სცემს. მერე დანარჩენი დაარიგა. მეორე და მესამე დღეს სულ გული ერეოდა. გვენანება, მე ძალიან მინდა, რომ მოკვდეს ჩემი შვილი, როგორ მიხვდნენ? რისი მიღებაც შეუძლია, ის მიმაქვს. იმიტომ რომ რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს, თქვენ წარმოიდგინეთ და დიდ ნაწილს უკან მატანს. ეს დიაგნოზი ათავისუფლებს ადაიანს. და, უკაცრავად, რა დანაშაული მიუძღვის ჩემს შვილს, რომ ქვეყანა ააშენა და მსოფლიოს გააცნო საქართველო? თუ ის, რომ 2008 წელს პუტინს არ ჩააბარა ქვეყანა, ასე თეფშზე დადებული", - ამბობს ალასანია.