ეკლესიაში ტრაპეზზე სტიქაროსანი დაჭრეს - არსებული ცნობით, წინამძღვარმა დაჭრილი კლინიკაში არ შეიყვანა და გზაზე დატოვა
საშობაო ტრაპეზი, რომელიც სისხლიანი დაპირისპირებით და სტიქაროსნის დაჭრით დასრულდა. აცანის მონასტერში მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტაა. ნასვამ მგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ვახშმის შემდეგ დაიწყო. კონფლიქტის განეიტრალებას კი მონასტირს მღვდელი ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცი საკუთარი მანქანით მამაომ ლანჩხუთის კლინიკამდეე მიიყვანა. მაგრამ საავადმყოფოში აღარ შეიყვანა და გზაზე დატოვა.
"რო შემოვიდა იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა",- ამბობს დავით დარახველიძე, "ავერსის კლინიკის" კლინიკური მენეჯერი.
სასულიერო პირის თქმით, არ იცოდა, რომ სტიქაროსანი დაჭრილი იყო.
დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა. მან დანაშაულიც აღიარა, თუმცა მამაო, რომელმაც მძიმე პაციენტი ბედის ანაბარა მიატოვაა, გამოკითხვზე არავის დაუბარებია.