გამოვდივარ სრულიად დანგრეული, ჩემს თვალწინ ქრება, დნება და მიდის ადამიანი - ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა

04.02.23 15:14
გამოვდივარ სრულიად დანგრეული, ჩემს თვალწინ ქრება, დნება და მიდის ადამიანი - ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი პალატაში მოინახულა. მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, სააკაშვილს ისევ სიცხე აქვს და ადამიანი მის თვალწინ ნადგურდება.

ალასანია ასევე კიდევე ერთხელ გამოეხმაურა "ვივა მედის" დირექტორის ჩვენებას და ამბობს, რომ ნინო ნადირაძეს ნაკლები წარმოდგენა აქვს იმაზე, რაც ხდება რეალობაში.

სააკაშვილის დედა ასევე საუბრობს პეციალურ დიეტაზე, რომელმაც გუშინ სასამართლოზე გაიჟღერა და ამბობს, რომ ადამიანი დღეს-ხვალ რომ აღარ იქნება, ეს ყველაფერი სპეც დიეტის ბრალია.

"მდგომარეობა ასეთია, 37.7, ეს სიცხეები დღეს და გუშინ ხომ არ დაიწყო, ხუთი თვის მანძილზე ადამიანს სულ სიცხე აქვს.  გუშინ გაიჟღერა, სპეც დიეტა აქვს თურმე, რაღაც სპეც. დიეტაზეა თურმე და ამ სპეც დიეტით ხდება ეს ესიცხეები როგორც ჩანს, ტვინი რომ აქვს დაზიანებული ესეც სპეც დიეტის შედეგია როგორც ჩანს და კიდე იქ რომ ათრიეს და ჩამტვრეული რომ აქვს მალები, ეს ხერხემალი დაზიანებული, მარცხენა მხარი ჩამტვრეული, ეს ყველაფერი თურმე თვითდაზიანებით ხდება. გამოვდივარ სრულიად დანგრეული იმიტომ, რომ ჩემს თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება ადამიანი, მიდის და მე ამის მოწმე ვარ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ ნინოს აქვს ნაკლები წარმოდგენა იმაზე, რაც ხდება რეალობაში. გაიჟღერა სწორედ ამ სპეც დიეტამ, რომელზედაც არის ჩემი შვილი და სწორედ ამის გამო სჭირს ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე. ადამიან დღეს-ხვალ აღარ იქნება და ეს ყველაფერი სპეც დიეტის ბრალია", - ამბობს ალასანია.