ყინვა და თოვლი რომ იყოს, მოვალ და მაინც დავჯდები - "ვივა მედმა" სააკაშვილის მხარდამჭერებს კარი ჩაუკეტა

04.02.23 14:54
ყინვა და თოვლი რომ იყოს, მოვალ და მაინც დავჯდები - "ვივა მედმა" სააკაშვილის მხარდამჭერებს კარი ჩაუკეტა

კლინიკა "ვივა მედმა" ყველა კარი ჩაკეტა. მიხეილ საააკშვილის მხარდამჭერები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის გამო საავადმყოფოს ჰოლში დღეს და ღამეს ათევდნენ, გარეთ გაუშვეს. შიდა სივრცეში აღარ აჩერებენ აღარც ჟურნალისტებს და მათ შორის არც სხვა რიგით მოქალაქეებს. 

კლინიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მიზეზი სეზონური ვირუსები და კარანტინია, რომელიც აქამდეც არსებობდა, თუმცა რატომ ამოქმედდა შეზღუდვები დღეს, ამაზე აღარაფერს ამბობენ. 

ეტყობა რაღაც ბრძანება მიიღეს, რომ ჟურნალისტები არ იყვნენ ჰოლში, სადაც საზოგადოების თვშეყრის ადგილია, მიშას მომხრე რომ არ იჯდეს მანდ და აგიტაციას არ ატარებდეს. მე რასაც ვლაპარაკობ უსმემენ და არ მოსწონთ ეს ყველაფერი, მონამ რა იცის თავისუფლების ხარისხი, ყინვა და თოვლი რომ იყოს, გარეთ მოვალ და დავჯდები, ვიქნები მისი მხარდაჭერი, რამეს შეცვლიან ჩემში?" - ამბობს სააკაშვილის მხარდამჭერი.