საფეხბურთო სტადიონზე განათებებს ერთ დღეში შექმნილი კომპანია დაამონტაჟებს - რას ამბობს ოპოზიცია

05.02.23 12:05
საფეხბურთო სტადიონზე განათებებს ერთ დღეში შექმნილი კომპანია დაამონტაჟებს - რას ამბობს ოპოზიცია

საფეხბურთო სტადიონზე გარე განათებებს დაამონტაჟებს კომპანია, რომელიც ერთ დღეში შეიქმნა. ინფრომაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს "გლობალ იმპორტ ჯორჯიამ" ორ მილიონად მოიგო. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას, რომელიც ზუსტად წინადადების მიღების დღეს დააფუძნეს გამოცდილება არ აქვს, ტენდერში მონაწილე ოთხი კომპანია მაინც დაამარცხა. 

სტადიონი 2023 წლის UFA-ს მიერ ჩასატარებელი ჩემპიონატისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონი UFA-ს სტადარტებს თავიდან ბოლომდე უნდა აკმაყოფილებდეს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნულ ტენდერში კორუფციული ნიშნები იკვეთება.

„ქართული ოცნება“ არაკეთილსინდისიერად, მხოლოდ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს გაანაწილოს ის რესურსები, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალდაფუძნებული კომპანია იგებს მილიონობით ტენდერს ყოველგვარი სტანდარტების გარეშე. ეს ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება გამოიყენნო პირადი მიზნებისთვის, - ამბობს ენმ-ს წევრი ალშა ფარულავა.