გორში მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩის გაჭიანურებულ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს

05.02.23 12:26
გორში მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩის გაჭიანურებულ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს

წყალი სანიაღვრე სისტემაში, სამშენებლო მტვერი და გადათხრილი ქუჩა  - გორში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას აპროტესტებენ. კომპანიამ კი, რომელმაც სამუშაოები ისედაც გააჭიანურა, სამუშაოების ჩასატარებლად დამატებით დროს ითხოვა. მომავალ წლამდე ქუჩაზე ვითარება უცვლელი დარჩება.

სამუშაოებს კომპანია "იბოლია" უკვე ორი წელია ასრულებს, კომპანიის მფლობელი კი "ქართული ოცნების" შემომწირველი და ყოფილი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გორის მერია ლოიალურად არის განწყობილი ყველას მიმართ, ვინც სახელისუფლებო პარტიას ფულს აძლევს. 

პირველი სკოლის ეზოში სულ მუდამ ხალმრავლობაა და უამრავი ბავშვი დარბის და ორი წლის განმავლობაშ ეს ბავშები უყურებენ ამ ამოთხრილ ორმოებს. საშიშროებაა იმის, რომ ამ ბავშვებმა რამე დაიზიანონ. ეს არ დასრულდა, ეს კიდევ ერთი წლიე უნდა გაგრძელდეს. ეს არის დანაშაული. სხვა ვინმემ რომ დაარღვიოს კანონი და რაღაცა რომ ვერ ჩააბაროს თავის დროზე, იმას დააჯარიმებენ, შეუწყვეტენ საქმიანობას, მაგრამ ეს ვინაიდან არის მთავრობასთან დაახლოებული პიროვნება და მთავრობასთან დაახლოებული კომპანია, ამას აპატიეს ყველაფერი დამკიდევ ერთი წლით გაუგრძელეს საქმიანობა, - ამბობს ადგილობრივი.