"ვოლტის" თანამშრომლების პროტესტს "ბოლტი" და "გლოვოც" შეუერთდა
"ვოლტის" თანამშრომლების პროტესტს "ბოლტის" და "გლოვოს" თანამშრომლებიც შეუერთდნენ. კურიერები ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები თბილისის სახლმწიფო უნნივერსიტეტი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
"პირველებთან" საუბარში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.
25%-ით შეგვიმცირდა შემოსავალი. იმის ფონზე, რაც ტარიფებმა დაიკლო იანვრის თვიდან და პლიუს ამას საკომისიო პროცენტი გაიზარდა, რამაც გამოიწვია მინიმუმ 25%-ით მაინც შემსოავლის შემცირება. ჩვენ გვქონდა მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის. ელჩების მეშვეობით ჩვენ გადავეცით ჩვენი მესიჯი, ჩვენი პრობლემები, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, არ იკადრა ჩვენთან შეხვედრა და ელემენტარული კომუნიკაცია. ჩენ პროტესტი იქნება პერმანენტული, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
"ვოლტის" ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გაფიცულ თანამშრომლებს ოფიციალურად ხვალ უპასუხებენ, კურიერები კი უწყვეტ ბრძოლას აანონსებენ.