მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
გუმათში,მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელეს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე 11 აპრილს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.