"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - ერთი მხატვრის პროტესტი ცისფერ გალერეაში

05.02.23 17:26
"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" -  ერთი მხატვრის პროტესტი ცისფერ გალერეაში

გამოფენის კურატორს ქეთი შავგულიძეს ჩვენების მიცემა ერთი მხატვრის პროტესტის გამო მოუწია. საუბარია ეროვნული გალერეის კედელზე დაწერილ სიტყვებზე: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".  

შსს-ს აინტერესებს, რა მიზანი ჰქონდა მხატვარ სანდრო სულაბერიძეს ამ პერფორმანსით და აქვს თუ არა ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული. 

შავგულიძის თქმით, რომელიც თაბუკაშილის პოლიციიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ამბობს, რომ გამომძიებლების კითხვები საგამოფენო სივრცეში საორგანაზაციო საკითხებს ეხებოდა. ასევე მათ აინტერსებდათ, იცოდა თუ არა შავგულიძემ სულაბერიძის განზრახვის შესახებ.

პირველ რიგში, კითხვა ჰქონდათ, როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ ერთმანეთს მე და სანდრო, როგორ მოხდა ამ გამოფენისთვის მზადება. რადგან კურატორი ვარ, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს სია ჩემი შედგენილი იყო და სანდროც დიდი ხნის წინ ჩემი გადაწყვეტილებით იყო ნამდვილად ამ სიაში ჩასმული. მკითხეს სავარაუდო მიზეზი, რა შეიძლება ყოფილიყო. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სანდრომ მითხრა, რომ ამ კონკრეტულ გამოფენას ეს არ უკავშირდებოდა. დეტალები არარ გაგვირკვევია. ძალიანს ერიოზული იქნება თუ ის პერფორმერი გახდა სანდრო, იმიტომ, რომ ძალიან ცოტაა პერფორმენები,. მე ვფიქრობ, ეს არის აქცია და არა პერფორმანსი, თუმცა ეს შეიძლება იყოს „ჰეფენინგი“ , რომელიც იმ წუთას ძალიან სპონტანურად გადაწყვიტა. ყველა გალერეაში ან მუზეუმში უცხოეტში, სადაც შევდივარ, ზურგჩანთითაც არ მიშვებენ იქ. რაღაც რომ მე იქ დავაზიანო, ნამდვილად ამაზე დაიწყება გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო მზად არის ამისთვის, იმიტომ, რომ რავიცი ეჭვიც არ მეპარება, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ დაიწყებოდა გამოძება, - ამბობს შვაგულიძე.

ცისფერი გალერეის ხელმძღვანელი მაცაცო გაბუნია, რომელმაც აღნიშნული პერფორმანსის გამო გამოძიება მიმართა, "პირველებტან" ამბობს, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია. 

გალერია სახელმწიფო დაწესებულებაა და კი, ბატონო, გავიგე, ეს აქციები 70-იან წლებშიც აკეთებდნენ ასეთ რაღაცეებს კონცეპტუალისტები განსაკუთრებით რუსეთში და არაფერი სიახლე ამაში არ არის. კი, ბატონო, გააკეთა - გააკეთა, მაგრამ ეს ხომ სახელმწიფოა და გვერდზე კიდია სიდამონ ერისთავი, ფონდიდან გამოტანილი და მიაშხურა ეს ისა... საპროტესტო რა ჰქონდა ხელოვანს? 4 დღე დავკეტე გალერეა, შემოსავლის გარეშე დარჩა, არ ვიცი..., - ამბობს გაბუნია.