ავტობანის მშენებლობამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა - ადგილობრივები შველას ითხოვენ
ცხოვრება დაბზარულ და ავარიულ სახლში - ზესტაფონში ასამდე დევნილი დახმარებას ითხოვს. საერთო საცხოვრებელი ჩქაროსნული გზის მშენებლობამ დააზიანა. ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა სახლს, პრაქტიკულად, საძირკველი გამოაცალეს.
კორპუსის მცხოვრებლებს ხელთ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მკაფიოდ წერია, რომ შენობაში ყოფნა საშიშია, რადგან ნებისიერ მომენტში ნგრევის რისკი არსებობს.
პრობლემის შესახებ იციან ადგილობრივ და ცენტრაურ ხელისუფლებაშიც, მაგრამ დევნილებთან ჯერ არავინ მისულა.
უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.