ტრაგედია შიდა ქართლში - კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

06.02.23 10:49
ტრაგედია შიდა ქართლში - კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

სასტიკიი მკვლელობა შიდა ქართლში - სოფელ რეჰაში ყოფილმა პოლიციელმა  მეუღლე და სი-დედრი მოკლა, შემზარავი დანაშაულის შემდეგ კი თავი მოიკლა. ტრაგედია გამთენიისას მოხდა. 

რატომ მოკლა 70 წლამდე ღვთისო პეტრიაშვილმა ოჯახის წევრები და რატომ დაასრულა სიცოცხლე სუციდით, ვერავინ საუბრობს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არც კონფლიქტის და არც გასროლის ხმა გაუგიათ. 

ღვითოსამაო ჯერ ცოლი მოკლა თუ  ჯერ სიდედრიო და თვითონაც მკვდარი არისო... ეს ვერსია ვიცი მე. ყოფილი პოლიციელია. რავიცი, არაფერი ეტყობოდა ისეთი... ეგენი გორშიც ცხოვრობდნენ, აქაც ცხოვრობდნენ და გამოდიოდა მანქანით, მიდიოდა წყნარად, მოდიოდა, - ამბობს ადგილობრივი

"პირველების" ინფორმაციით, ღვითო პეტრიაშვილ, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.