კაცი, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელია - ახალი დეტალები გორიდან
ყოფილ პოლიციელს, რომელმაც მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეზობლები კარგად აი იცნობდნენ. სოფელ რეხაში ამბობენ, რომ ოჯახი მათთან ნაკლებად ურთიერთობდა.
ირკვევა, რომ ღვთისო პეტრიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. "პირველების" ინფორმაციით, 56 წლის კაცს პრობლემები ჰქონდა.
ცოლი და სიდედრი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლაო. მეტი არაფერი ვიცი. არ ჰქონდა მეზობლებთან ურთერთობა. (ყოფილი) პოლიციელია და ალბათ, თავისი იარაღი ჰქონდა. „გამარჯობა“ იცოდა, მაგრამ ქალი, ცოლი, რა ფერისაა, საერთოდ, ეგეც არ ვიცი, არ დაგვინახავს მეზობლებს"- აცხადებს ადგილობრივი.
ღვთისო პეტრიაშვილის მეზობლების მონაყოლის თანახმად, მოკლული ქალი სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა:
ახლოს არ ვიცნობდი. აქ ბინა იყიდეს და თვითონ ააშენა. არაფერი არ ვიცი. არ დამინახავს არც ცოლი"- ამბობს ყოფილი პოლიციელის კიდევ ერთი მეზობელი.
სასტიკი მკვლელობა სოფელ რეხაში გამთენიისას მოხდა, სამივე გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. რა გახდა დანაშაულის მოტივი უცნობია.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გამოძიება 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციას მოკლული დედა-შვილი ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებია.