თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა - სად შეძლებთ დარეკვას?

06.02.23 13:43
თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა - სად შეძლებთ დარეკვას?

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში  სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  •  საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
  • გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
  •  გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას".- აღნიშნულია განცხადებაში.