წაჩხურობა მარტვილში - ათობით უშვილო წყვილი მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია შეკრებილი

06.05.21 10:48
წაჩხურობა მარტვილში - ათობით უშვილო წყვილი  მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია შეკრებილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან.  მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. ზოგი კი  4-5 კილომეტრს ფეხშიშველი გადის.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

ტვ პირველის კორესპონდენტის ცნობით, ტაძარში ხალხმრავლობაა და არ არის დაცული სოციალური დისტანცია.

მსგავსი სიახლეები