მოსწავლეების შესაძლო ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციაში გამოკითხვების სერია დაიწყო

06.05.21 11:10
მოსწავლეების შესაძლო ჩაგვრა ადიგენის სკოლაში - პოლიციაში გამოკითხვების სერია დაიწყო

სკოლის მოსწავლეების შესაძლო ჩაგვრა ადიგენის საჯარო სკოლაში - "ტვ პირველზე" გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ადიგენის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება 16 წლის მოზარდის დედა, რომელმაც სკოლის მასწავლებელს ძალადობასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. 

არასრულწლოვანის დედა "პირველებთან" ჰყვება, რომ მასწავლებელი მარეხი ფანჩულიძე მოსწავლეებს ერთმანეთის სამაგალითო დასჯის ბრძანებას აძლევდა.

ქალი იძულებული გახდა, შვილი სხვა ქალაქის სკოლაში გადაეყვანა. 

16 წლის მოზარდის დედა ნეპოტიზმსა და მოძალადე პედაგოგების მფარველებზეც საუბრობს.