მძიმე სამუშაო პირობები და უკიდურესი გაჭირვება - ხარაგულში მუშები გაიფიცნენ

06.05.21 11:25
მძიმე სამუშაო პირობები და უკიდურესი გაჭირვება - ხარაგულში მუშები გაიფიცნენ

ხმაურია ამ წუთებში ხევი-უბისას მონაკვეთზე - ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 300-მდე პერსონალი ხელფასების 30 %-თ მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ისინი მუშაობის გაგრძელებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ავტობანზე დასაქმებულების თქმით, საკმაოდ მიზერული ანაზღაურებით უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. არ აქვთ სოციალური პაკეტები და შესაბამისი აღჭურვილობა.

ავტობანს საქართველოში ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების კომპანია" აშენებს. გაფიცულებთან დღეს კომპანიის წარმომადგენელი მივიდა. მისი განცხადებით, ხელშეკრულებით დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება გათვალისწინებული არ არის, თუმცა ჩინურ კომპანიაში არ გამორიცხავენ, მუშების ხელფასის გაზრდის საკითხი გადაიხედოს.

მსგავსი სიახლეები