ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილ დავით გურწიევს საოკუპაციო რეჟიმი აწინაურებს

07.02.23 14:03
ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილ დავით გურწიევს საოკუპაციო რეჟიმი აწინაურებს

არჩილ ტატუნაშვილის მკველობის ორგანიზატორს საოკუპაციო რეჟიმი აწინაურებს. ინტერპოლით ძებნილი დავით გურწიევი ახალგორის ე.წ პროკურორად ინიშნება.

 მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ინფორმაციას რაიონული პრკურატურის თანამშრომლები ადასტურებენ. 

გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სამხრეთ ოსეთის ექსპერტები გურციევის პროკურორის პოსტზე დანიშვნას ახალი ხელისუფლების მაკომპრომენტირებლად მიიჩნევენ. 

ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გურწიევის დანიშვნით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ტატუნაშვილის მსგავსად  წამების სმხვერპლი, შესაძლოა, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც გახდნენ.

გურწიევი ჩვენი რაიონის მცხოვრებლებისთვის არის კარგად ცნობილი. ცნობილია თავისი დაუნდობლობით, შეუბრალებლობით, თავაშვებულობით, უკანონობის ხელშეწყობით და გავრცელებით. ჩვენი გზები გადაიკვეთა როგორც აქტივისტის და ის, როგორც დანაშაულების მფარველი და ხელშემწყობის. ამ რაიონში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები და საქართელოს ხელისუფლებას უნდა მუდმივად ჰქონოდა რეაქცია თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მისით გაბრაზებული, გამწარებული და ასეთი ინფორმაციები, რას წარმოადგენს გურწიევი გარდა ტატუნაშვილისა და ბაშარულის საქმისა და ჩემი საქმისა, უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას, - ამბობს მეარაყიშვილი. 

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა მსგავს გადაყწვეტილება ხელსუფლება მკაცრად უნდა რეაგირებდეს. 

ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, დანაშაული და ძალადობა არის წახალისებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ადმაიანი იმის ნაცვლად, რომ დაისაჯოს კონკრეტული ქმედებისთის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მის მიმართ დაიწყოს გამოძიება, პირიქით, ხდება მისი დაწინაურება. ქართული მოსახლოება ახალგორში იდევნება და ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება კვლავ გახდეს მსგავსი ძალადობის მსხვერპლი, როგორი მსხვერპლიც იყო რამდენიმე წლის წინ ტატუნასვილი. ხელისუფლება ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა რეაგირებდეს მკაცრად, გასნაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით, - ამბობს უჩანეიშვილი. 

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც გურწიევს უკავშირდება, დავით ბაშარულის საქმეა. საბინაო კომუნალური მეურნეობის 18 წლის მუშაკი შსს-ს ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გაუჩინარდა. მილიცია მაშინ ერთ-ერთი მოსახლის ფარდულიდან რამდენიმე ქილა მწნილის მოპარვის საქმეს იძებდა. ახალგაზრდას ნახევარი წლის განმავლობაშ ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც საქმეში ქართული პოლიცია ჩაერთო. 

18 წლის ბაშარულის საქმით კონფლიქტის ზონაში მომუშავე ევროპული ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. საბოლოოდ, მისი მოძებნის ბრძანება ლეონიდ თიბილოვმა გასცა.
2015 წლის თებერვალში კი დავით ბაშარულის ცხედარი მშობლიურ დოლიანში, ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. 

მომხდარის ოფიციალურ ვერსიად თითმვკლელობა დასახელდა.

არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევის მსგავსად, ბაშარულის ცხედარიც ექსპერტიზაზე რუსეთში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ქართულ მხარეს გადაეცა.

საქართველოს გამოძიებამ ბაშარულის ოჯახის წევრების ვარაუდი დაადასტურა და თქვა, რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს.