თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ნანგრევებში საქართველოს ერთი მოქალაქეა მოყოლილი
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში საქართველოს ერთი მოქალაქე, სისო პაკელიანია, მოყოლილი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა.
საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყონებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს. თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით- აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.