ვეჭვობ, პატრიარქმა დღეს გადადგომა და მეუფე შიოსთის ძალაუფლების გადაბარება მოინდომა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა - მეუფე პეტრე
რა გახდა წმინდა სინოდის 5 საათით დაგვიანების მიზეზი - მეუფე პეტრე ცაავა "პირველებთან" სკანდალურ ვერსიას ყვება.
სასულიერო პირი ეჭვობს, რომ სხდომაზე მოსაყდრე შიოსთვის უფლებამოსულების გადაცემის საკითხი დაინიცირდა, რასაც სხვა მღვდლემთავრების წინააღდეგობა მოჰყვა.
მეუფე პეტრე მღვდელმთავრების შესაძლო გაღიზიანების მიზეზსაც განმარტავს - მისი თქმით, ქიროტონიით არჩევნების ჩტარების უფლება დანიელ დათუაშვილს ეკუთვნის, რადგან იერარქიულად სწორედ ის არის პატრიარქის შემდეგ პირველი.
ვფიქრობ, რომ პატრიარქს ჰქონდა თავისი სტრატეგია, რაზეც ვფიქრობ, რომ სინოდის წევრები ვერ დაითანხმა, იმიტომ, რომ საკითხი ეხება მემკვიდრეობას და ეკლესიის მართვა-გამგეობის მიხედვით ეკლესიაში ძალაუფლების გადაცემას, მაგრამ პატრიარქს უნდა, რომ როგორც მეფემ დაასახელოს მემკვიდრე და არა მართვა-გამგეობის მიხედვით მართოს ეკლესია. ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. მას ახასიათებს, როდესაც წინააღმდეგობას შეხვდება, თავს მოიკატუნებს, თითქოს ცუდად არის, აკურთხებს ხალხს ნაკურთხ წყალს და ტოვებს სიტუაციას, ანუ ყოველთვის გაურბის. ეს არის აპრობირებული კა-გე-ბეს მეთოდი. შესაბამისად პატრიარქი განერიდა სიტუაციას. მე მიმაჩნია, რომ ახლა ინდივიდუალურად მღდელმთავრებზე ბინძური მეთოდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ძალოვანი სისტემები იყოს ჩართულები, როგორც ადგილობრივი, ისე ჩრდილოეთის.
მე მაქვს ეჭვი, რომ პატრიარქმა დღეს მოინდომა ძალაუფლების გადაბარება. მას გადადგომაზე განცხადება შეიძლება გაეკეთებინა სინოდის გარეშე და ღმერთისთვის მიენდო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სინოდი, მაგრამ ის თვითონ არის დამრღვევის სჯულის კანონისა და მართვა-გამგეობის დებულებისა, შესაბამისად, მღვდელმთავრები უკვე მას გაუწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან პატრიარქი უკვე წლებია ვეღარ მართავს სიტუაციას და აღარ სჭირდებათ მისი ავტორიტეტი, როგორც ეს წლების წინ არაერთგზის მომხდარა. წინააღმდეგობის გაწევა არსებობს პირველობისათვის ბრძოლის გამო მხოლოდ.თუ ვინ იბრძვის პირველობისთვის აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომელთაც დებულების თანახმად ასევე ეკუთვნით მოსაყდრეობა და არა შიოს, იმიტომ, რომ შიო უკანონოდ არის დასახელებული. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ქიროტონიით უპირატესნი არიან და პრეტენზიას აუცილებლად გამოთქვამენ.
ეს არ არის მეუფე დიმიტრი. დიმიტრი შიოლაშვილი, როგორც იერარქიულად ისე მორალურად დასაფლავდა ციანიდის საქმის დროს, თავისი უპრუინციპობით და ცბიერებით.
რაც შეეეხება მეუფე დანიელს, (დათუაშვილს) მას ეკუთვნის. ის პატრიარქის შემდეგ პირველია. პატრიარქის გადადომის შემდეგ მას ეკუთვნის, რომ ჩაატაროს არჩევნები და უხელომძღვანელოს. ასევე ამაზე ჰქონდოდა პრეტენზია აწ განსვენებულ პატრიარქს კალისტრატეს.ის სანამ გარდაიცვლებოდა ამბობდა, მოსაყდრეც მე ვარო და პატრიარქის ვაჟკაციც მე ვარო. მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მეუფე დანიელია ქიროტონიით უპირატესი". - ამბობს მეუფე პეტრე.
სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ 5 საათის დაგვიანებით დაიწყო.