მოძალადე მღვდელი ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

07.05.21 13:15
მოძალადე მღვდელი ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

თავდამსხმელი მღვდელი ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს, ასეთია საეკლესიო სამართალი - ამის შესახებ "ტვ პირველს" დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გიორგობის ტრაპეზზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შეფასებისას განუცხადა.

სასულიერო პირი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს სხვა პირს, არ აქვს მნიშვნელობა, ის სასულიერო პირია თუ საერო, ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა განიკვეთოს სასულიერო წოდებიდან, ეს სჯულის კანონის ფუნდამენტური პრინციპია"- აცხადებს დეკანოზი. 

სასულიერო პირი ეკლესიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარის საეკლესიო კანონით გამოძიების იმედი არ აქვს: 

მაგრამ საქართველოს ეკლესიაში რაც უნდა გააკეთო, არ განიკვეთები. მთავარია კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საპატრიარქოს არ დაუპირისპირდე, არ გააკრიტიკო. სხვას ყველაფერს მწვანე აქვს ანთებული. 

საპატრიარქო ცდილობს, მაქსიმალურად დაბლოკოს ნეგატიური ინფორმაციები და შიგნით ჩაკლას და ჩააჩუმოს ყველანაირი პრობლემა. ზუსტად ამიტომაა საპატრიარქოს მესვეურთა მხრიდან თავისუფალი მედიის მუდმივი ლანძღვა. მათ ამ არ აწყობთ ამ პრობლემების მოსახლეობამდე მიტანა, თუ საზოგადოება გაიგებს, რა ხდება საპატრიარქოში, რა თქმა უნდა, ის 80%-იანი ნდობა 5 %-ზე ჩამოვა"- დასძინა სასულიერო პირმა. 

მსგავსი სიახლეები