ლაშა ფურცხვანიძე დამძიმებულ ბრალს არ აღიარებს - რა უთხრა "პირველებს" ადვოკატმა

17.02.23 15:26
ლაშა ფურცხვანიძე დამძიმებულ ბრალს არ აღიარებს - რა უთხრა "პირველებს" ადვოკატმა

ლაშა ფურცხვანიძე დამძიმებულ ბრალს არ აღიარებს. "გრინსერვის +"-ის დირექტორის ადვოკატი თვლის, რომ პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ მიზეზი შადრევანზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, თუმცა ადვოკატები ამბობენ რომ საქმეში არ დევს სამშენებლო ექსერტიზების საბოლოო დასკვნა. 

პოზიცია რა თქმა უნდა არ შეცვლილა. პირველი ბრალდება, რომელიც იყო წარდგენილი არ შეესაბამებოდა რეალობას და ეს ცვლილება და დამძიმება, რაც იქნა განხორციელებული, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო.  ბრალის დამძიმება ალბათ ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ ეს პირები პატიმრობაში დარჩნენ. სასამართლოს და საზოგადოებას უთხრან, რომ ტყუილად, ორჯერ არ გაგვიგრძელებია გამოძიება. რაიმე სახის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ პროექტი არის შეუსაბამო, პროექტი არის გაყალბებული, ან რაიმე სახით მიუთითებს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს, ასეთი მსგავსი არ მოიპოვება. ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშნელობის რომ ყოფილიყო რომელიმე მტკიცებულება, ვნახეთ ეს მასალები, გადმოგვცეს 30 ტომამდე, ამ ეტაპზე რაიმე განმსაზღვრელი იმისა, რომ ბრალი შეიცვლებოდა, ვერ ვნახეთ“. - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს დღეს ბრალი დაუმძიმეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ  მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა. 

დასკვნაში წერია, რომ მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმაა.

მსგავსი სიახლეები