ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგი ჩატარდება - გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილება

08.05.21 11:45
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგი ჩატარდება - გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილება

მეუფე სპიროდონის პატრონაჟის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგი ჩატარდება.

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გაეროს ბავშვთა კომიტეტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის წარმომადგენლებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 57 აღსაზრდელი ცხოვრობს.