ბიუჯეტიდან ფულს მდუმარედ აკეთებს - ,,ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, სკანდალში ეხვევა

11.05.21 12:49
ბიუჯეტიდან ფულს მდუმარედ აკეთებს - ,,ოცნების"  დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, სკანდალში ეხვევა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იალღუჯის ბაზაზე ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ,,ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის,  კომპანია განახორციელებს. ტენდერში, რომელიც შსს-მ 5 დღეა, გამოაცხადა, მხოლოდ ერთი მონაწილეა, კომპანია ,,ელექტრომონტაჟსერვისი", რომლის მფლობელები დეპუტატ ჯაფარიძის ახლობლები და ,,ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას კორუფციის მკვლევარები ასაჯაროვებენ.

კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის, ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელებისა და ,,ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავური კავშირი სახეზეა.

კომპანიის მფლობელები,   50- 50 %-ის მფლობელები, ,,ოცნების" შემომწირველები, ალეკო ხვისტანი და ბონდო ომიანიძე, არიან ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის წევრები, ეს არის გარიგება და მდუმარე დეპუტატი ბიუჯეტიდან მდუმარედ აკეთებს ფულს. - აღნიშნავს ბესო დონაძე.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ,  რომ კომპანია ,,ელექტრომონტაჟსერვისი" ტენდერებში ყოველწლიურად იგებს და საბოლოო ჯამში ,,ქართული ოცნებისთვის" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვს გადარიცხული. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ქმედებით კომპანიის მესვეურები ,,ოცნებას" ხარკს უხდიან.

კომპანიის მფლობელთა ნათესავი, ვიქტორ ჯაფარიძე,  მდუმარე დეპუტატად არის ცნობილი, ის არ გამოირჩევა აქტიურობით საპარლამენტო ცხოვრებაში, მის სახელთან დაკავშირებული კომპანიები ტენდერებიდან მილიონობით ლარს იღებენ, თუმცა, შემოწირულობის სახით ,,ოცნებაში" დიდძალ თანხებს რიცხავენ.

მსგავსი სიახლეები