მორიგი იერიში სახალხო დამცველზე - მღვდელი ომბუდსმენს ,,საშიშს" უწოდებს და ნარკომანს ადარებს

11.05.21 15:10
მორიგი იერიში სახალხო დამცველზე - მღვდელი ომბუდსმენს ,,საშიშს" უწოდებს და ნარკომანს ადარებს

მღვდელი სახალხო დამცველს ნარკომან ადამიანს ადარებს. ნინოწმინდის ბავშთა სახლის ხელმძღვანელი, დეკანოზი ფილიპე, ნინო ლომჯარიას მსოფლმხედველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბავშთა პანსიონატში შესამოწმებლად სახალხო დამცველს სწორედ ამიტომ არ შეუშვებს. 

სკანდალური ინტერვიუ სასულიერო პირმა ახალციხის „მეცხრე არხს" მისცა. სასულიერო პირი ადასტურებს, რომ პედაგოგების ერთი ნაწილი ბავშვების მიმართ მკაცრ მიდგომას  ნამდვილად იყენებს, თუმცა ასეთ მასწავლებლებს პანსიონატიდან უშვებენ.

ქალი, რომელსაც ცნება აქვს დაკარგული, ქალისა და კაცის. ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია, პანსიონატში შევიდეს. ბავშვებმა კარგად იციან, რა მსოფლმხედველობის არის ეს ქალი. მასთან დალაპარაკებას მეუფე არ დაუშვებს, რომელიც მათ სულებზე პასუხისმგებელია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა ნარკომან ადამიანს, რომელსაც ჯიბეები გამოტენილი აქვს, სახლში, ოჯახში შემოუშვებ?! არ შემოუშვენ, რადგან საშიშია"- აცხადებს სასულიერო პირი. 

57 არასრულწლოვნის მდგომარეობის შესამოწმებლად მეუფე სპირიდონი თავშესაფარის ტერიტორიაზე არავის უშვებს.

მსგავსი სიახლეები