ერთი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია ქუთაისში
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ავტობანზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი მომუშავე ტრაქტორს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კი მძიმეა.