მუქარა ცეცხლსასროლი იარაღით და ძალადობა არასრულწლოვნებზე - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

11.05.21 15:18
მუქარა ცეცხლსასროლი იარაღით და ძალადობა არასრულწლოვნებზე - შსს ახალ სკანდალში ეხვევა

მუქარა ცეცხლსასროლი იარაღით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა -გომალურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა. არასწრულწლოვნები სამართადამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ. 

მოზარდების ინფორმაციით, ფაქტი ბათუმის ცენტრში მოხდა. მათი თქმით, პოლიციელებმა ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან  გამოიყვანეს, შსს-ს კუთვნილი ავტომობილით გაიტაცეს და  ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე დატოვეს. გამთენიისას ქუჩაში დატოვებული მოზარდები გამვლელმა შენიშნა. გოჩა სურგულაძემ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
არსრულწლოვნები ამბობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში სამართალადმცველები მათ იარაღის გამოყენებით დაემუქრნენ.

ჩემი ეზოდან მივდიოდით 6 ბიჭი ჩვენ მეგობართან. გზაში დაგვადგა პოლიციის ეკიპაჟი. მიგვაცილეს იმ სახლამდე, სადაც მივდიოდით. ჩვენ მაგ სახლიდან გამოვედით მაღაზიაში. მაღაზიაში შევედით, გამოვედით და ისევ ის ეკიპაჟი გვაჩერებს, სად მიდიხართო, რას შვრებითო და დაჯექითო გვემუქრებოდნენ. ჩვენ დავსხედით. ჯერ დაიწყო ქალაქში ტრიალი, გვეუბნებოდა შტერობებს, მერე გაჭედა, დედის გინება დაგვიწყო, მერე ავიდა ჭოროხზე, გვემუქრებოდა- 20 ტყვია მაქვს თოფში და დაგერხათო. მე-6 განყოფილებაშ მუშაობდნენ და მე-2 განყოფილებაში გადავიდნენ, - ამბობს არასრულწლოვანი.

ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გომელაურის უწყება დუმს.