მითხრა, რომ სიძემ ორჯერ გააუპატიურა, მასთან ცხოვრება არ სურდა - გარდაცვლილი გოგონას მეგობარი

11.05.21 15:41
მითხრა, რომ სიძემ ორჯერ გააუპატიურა, მასთან ცხოვრება არ სურდა - გარდაცვლილი გოგონას მეგობარი

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე - "ტვ პირველმა" ასელ აიტპაევას მეგობრის, თეა გიორგაძის, ჩვენებაც მოიპოვა. 

გიორგაძე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან დაკავებულ ბესიკ თორდუასგან იცის, რომ 26 წლის გოგო მისი დის ქმარმა, მურად მეირბეკევმა, გააუპატიურა. 

მე როდესაც ბესომ მითხრა, ასელი მგონი მურატმა გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასელს, ხომ არ უძალადია მურადს მასზე, რაზეც მიპასუხა, რომ ქალაქ რუსთავში, მურადის ნაქირავებ ბინაში, როდესაც ასელი ჩამოვიდა ყაზახეთიდან, 29 აპრილს, ორჯერ იძალადა და გააუპატიურა მურადმა . ამიტომ არ უნდოდა მასთან ცხოვრება. თუმცა სხვა დეტალები აღარ უთქვამს - აცხადებს ჩვენებაში თეა გიორგაძე.

ცნობისთვის, "პირველებმა" ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული კაცის ჩვენებაც გაასაჯაროვა. 

57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და  სურვილით დაამყარა. 

ბესო თორდუა აღნიშნავს, რომ ასელი საკუთარი დის ქმარმა გააუპატიურა და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი. 

მსგავსი სიახლეები