მასობრივი შეტაკებები ისრაელში - ბენგურიონის აეროპორტი დროებით დაკეტილია

12.05.21 11:17
მასობრივი შეტაკებები ისრაელში - ბენგურიონის აეროპორტი დროებით დაკეტილია

მასობრივი ავიაიერიშების შემდეგ  თელავივში ბენგურიონის აეროპორტი დაკეტილია. ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მოქალაქეები ვერც ქვეყანაში გაფრენას და ვერც უკან დაბრუნებას ახერხებენ. 

დღეს თელავივის მიმართულებით თბილისიდან ორი რეისი იყო დადგემილი, თუმცა ამ ეტაპზე ორივე გაუქმებულია. კომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ ფრენებთან დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილებას  თელავივიდან წუთი-წუთზე ელოდებიან. 

ჰამასის შეტევის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა ისრაელში  და ბენგურიონის აეროპორტი არის დაკეტილი. ჩვენ შემდეგი საათი, ორი საათის განმავლობაში ველოდებით დამატებით იფნრომაციას, თუ შეიცვალა სიტუაცია, თუ გააკონტროლებს ისრაელის ჯარი იმ ტერიტორიას, სადაინაც მოდის შეტევა, შეიძლება გაიხსნას 7 საათისთვის, მაგრამ ჯერჯერობით დაკეტილია. ახლა მივდივარ აეროპორტში უნდა გავარკვიოთ, ველოდებით ჩვენი კოლეგებისგან პასუხს და საბოლოოდ, ალბათ საათნახევარში მექნება ზუსტი პასუხი, - ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი, რომან ბოკერია. 

„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელის თქმით, ისინი ახლა მთავრობის მითითებას ელოდებიან.  იმ შემთხვევაში, თუ საქრთველოს მოქაქალაქეების ევაკუაცია გახდება საჭირო, კომპანია მზად არის  სპეცრეისებიც განახორციელოს.

როგორც აფხაზეთის ომის დროს, როგორც 2008 წლის ომის დროს, როგორც პანდემიის დროს, როგორც მთავრობამ ჩვენ დაგვავალა და იყო სახიფათო გამგზავრება და ჩამოყვანა ჩვენი მგზავრების, ჩვენ ყოველთვის პირნათლად შევასრულეთ ეს ამოცანა. დღესაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა და გარკვეული საფრთხეები შეიძლება იყოს, ჩვენ შევასრულებთ ამ რეისს, თუ იქნება დავალება, - ამბობს  ბოკერია. 

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ბედი, რომელთაც საომარი შეტაკებების გამო, სამშობლოში დაბრუნება სურთ, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ხელისუფლების გეგმაც. 
 

მსგავსი სიახლეები