სასტიკად მცემდა, ყელის გამოჭრით მემუქრებოდა, სექსუალურადაც ძალადობდა - 45 წლის ქალის უმძიმესი ისტორია

12.05.21 13:00
სასტიკად მცემდა, ყელის გამოჭრით მემუქრებოდა,  სექსუალურადაც ძალადობდა - 45 წლის ქალის უმძიმესი ისტორია

უმძიმესი ფაქტი თბილისში - სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი 45 წლის ქალი "პირველებთან" უმძიმეს დეტალებს ჰყვება. 

ქალი ამბობს, რომ მეგობარი მამაკაცის მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო, თუმცა მამაკაცი მას გაჩუმებას აიძულებდა.

ძალადობის ბრალდებით მამაკაცი ცოტა ხსნის წინ დააკავეს, თუმცა დაზარალებული ქალი აღნიშნავს, რომ ახლა მას დაკავებულის ოჯახის წევრები ემუქრებიან. 

"პირველების" რესპოდენტი იხსენებს, რომ მამაკაცი საკუთარ ოჯახის წევრებზეც ძალადობდა. 

თავის არეში მირტყამდა და მეუბნებოდა, რომ ისე უნდა გაგთიშო, რომ ვერ მიცნოო. ვინმე საშველად რომ მოვიდეს და ასეთი გნახოს, იმ წუთას გამოგჭრი ყელსო. როცა ძალიან ნაცემი ვიყავი, სხეულის ყველა წერტილი მტკიოდა, მაშინ უნდოდა სექსუალური კავშირის დამყარება"- აცხადებს დაზარალებული. 

45 წლის ქალის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახის წევრები მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 

საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები