მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს მოსამართლემ 2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციების დროს დაკავებული სტუდენტების საქმეები განიხილა. მოსამართლე ლელა ხაგარეიშვილმა ორ მათანს 200ო ლარიანი ჯარიმები შეუფარდა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთიელაბ მისცა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება გიორგი გაგუას, გიორგი ქობალიას და ლევან ჯალაღონიას პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტი გიორგი ქობალია, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიამ შეუფარდეს, ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ასევე დავამატებ იმას, რომ ჯერ ახლაც სრულ გაურკვევლობაშ ვარ იქიდან გამომდინარე, რისთვის და რატომ გვედავებიან ამ ორ მუხლს, როცა მშვიდოაბიანად სრულიად ვინც ვიყავით, მივდიოდით სახლში, როცა დაგვაკავეს და შეთხზეს, გვტენიან რაღაც ამაზრზენს, რაც სრულიად მოწყვეტილია სიმართლისგან, რომელიც არც მომხდარა და არც მოხდებოდა, - ამბობს გიორგი ქობალია.