კიდევ ერთი ტრიუმფის მოლოდინში - ლადო აფხაზავა მორიგ საერთაშორისო კონკურსში მოხვდა

12.05.21 01:10
კიდევ ერთი ტრიუმფის მოლოდინში - ლადო აფხაზავა მორიგ საერთაშორისო კონკურსში მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა მორიგ საერთაშორისო კონკურსში მოხვდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჟალიის საჯარო სკოლის პედაგოგი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებას 7 ივნისს შეეცდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აფხაზავამ ტვ პირველის ეთერში, ექსკლუზიირად გადაცემა "პირველ ხაზში" დაადასტურა.

ლადოს აფხაზავას ინფორმაციით, კონკურსმა მსოფლიოს მაშტაბით ის საუკეთესო პედაგოგი უნდა გამოავლინოს, რომელმაც კოვიდ 19-ის დროს მოსწავლეებისთვის ინოვაციური მეთოდები დანერგა და პანდემიის დროს მოსწავლეების მოტივაციაზე იზრუნა.

კონკურს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს და რამდენიმე ტური უკვე ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 პედაგოგი შეარჩიეს, რომელთა შორისაა ლადო აფხაზავაც:

ამ კონკურსზე ბევრი საუბრის უფლება არ მაქვს. დღეს მივიღე მეილი, რომლითაც გავიგე, რომ 10 საუკეთესო პედაგოგს შორის დამასახელეს", აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

მსგავსი სიახლეები