საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ. ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, განაცხადა.
თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შესაძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად მიმდინარეობს ნატო-ს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, საერთო საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოურ კომპანიებთან. პროდუქციის გამოშვება 2022 წლისთვის იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს