ექსკლუზიური კადრები გლდანის ციხიდან - ადმინისტრაცია ციხეს ვეღარ აკონტროლებს (ვიდეო)
სკანდალური კადრები გლდანის ციხიდან, რომელიც ტვ პირველმა ექსკლუზიურად მოიპოვა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ საკანში პატიმარი თანამესაკნეს ჯერ მარილს აყრის, შემდეგ აბულინგებს. საკანში დაწყებული კონფლიქტი აბანოში გაგრძელდა, სადაც პატიმრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
4 ინსპექტორი, რომელიც ციხეს აკონტროლებდა, შესაძლოა, თავად ამოჩნდეს საკანში, რადგან ისინი პროკურატურამ დააკავა. მათ ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის წაუყენეს.
ინსპექტორები ექსკლუზიურად ტვ პირველთან საუბრობენ, რომ მერვე დაწესებულებაში სრული განუკითხაობაა, სამასზე მეტ კამერას ციხის მხოლოდ ხუთი თანამშრომელი უყურებს, რის გამოც პატიმრების გაკონტროლება შეუძლებელია.
16 თვალიანი საკნიდან 3 ნიშნამდე რომ გაიზრდება და ადამიანური რესურსი იგივე რჩება და ადამიანური რესურსი იგივე რჩება, ეს არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება, შეგვაწმინდა ხელი, შეიძლება ითქვას, რომ გაგვწირეს,
პეტიციით მივმართეთ თეა წულუკიანს, რეაგირების გარეშე დარჩა, ჩვენი დანაშაული რა არის, ვერ ვხვდები" - ამბობს ციხის ყოფილი თანამშრომელი.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს