მორიგი ვანდალური ფაქტი - ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი დააზიანეს

14.05.21 11:00
მორიგი ვანდალური ფაქტი - ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი დააზიანეს

მორიგი ვანდალური ფაქტი -  ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვარი უცნობმა პირებმა დააზიანეს. 

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ჯვარს თან წარწერაც აქვს, თუმცა ერთიანი შინაარსის შექმნა ჭირს. 

ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდდა. 

სამწუხაროდ,  ისევ  განმეორდა ანტიქრისტიანული  და  ვანდალური ფაქტი  მარნეულისა  და  ჰუჯაბის  ეპარქიაში!
გაგის ციხე-კოშკზე ბარბაროსულად იქნა ჯვარი განადგურებული.
 როგორც  ჩანს,  მავანთ  ასეთი  პროვოკაციული  ქმედებებით  განზრახული აქვთ  რეგიონში  რელიგიურ  ნიადაგზე  შუღლის  ჩამოგდება , რაც  სცდება ყოველგვარ  ზღვარს  და  არის  ჩვენი  სარწმუნოებისა  და  სახელმწიფოებრიობის  წინაშე  ჩადენილი  უდიდესი  დანაშაული"- წერია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ისტორიული გაგის ციხიდან შვიდი წლის წინ აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვარი უცნობმა პირებმა 26 იანვარსაც მოიპარეს. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა უცნობია, ჰყავს თუ არა შსს-ს დამნაშავეები იდენტიფიცირებულები.