ორი გვამი ბათუმის ცენტრში - რა მოხდა კობალაძის ქუჩაზე
ახალი დეტალები ბათუმში მომხდარი სავარაუდო მკვლელობის შესახებ - კობალაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამთენიისას განწირული ყვირილის ხმამ გააღვიძა.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის ქალზე ჯერ მეგობარმა მამაკაცმა იძალადა, მოკლა, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადმოხტა.
როგორც ირკვევა, წყვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე თვის წინ დასახლდა. მეზობლები მათ არ იცნობენ და აღნიშნავენ, რომ ჩხუბის ხმა სახლიდან ადრე არ გაუგიათ.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული მოკლულ ქალს. ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
"პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს