დამფუძნებლების ბრძოლა ტელევიზიისთვის - საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" პროცესი გრძელდება
სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. საქალაქო სასამართლო ტელევიზიის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის, სარჩელს განიხილავს. დღევანდელ პროცესზე ,,რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ადვოკატები ტელევიზიის მთელი ქონებისათვის ახალი ყადაღის დადებას და მოწმეების დაკითხვას მოითხოვენ, რადგან მათი ინფორმაციით, მოქმედი მენეჯმენტი ქონების გადამალვას გეგმავს.
ჩვენი მოთხოვნა არის წილის 60%-ის უკან დაბრუნება, იმ წილის, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი ჩარევით, ზეწოლით დაათმობინეს დამფუძნებლებს. დავაყენებთ არაერთ შუამდგომლობას, ეს შეეხება მოწმეთა დაკითხვას, ეს შეეხება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას და გამოთხოვას პროკურატურიდან", - ამბობს ადვოკატი კახა კოჟორიძე.
პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს