წამლები გაძვირდა - მთავარი მიზეზი გაუფასურებული ლარია

14.05.21 11:53
წამლები გაძვირდა - მთავარი მიზეზი გაუფასურებული ლარია

წამლები გაძვირდა - მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის ფასი 28 %-ით გაიზარდა. მომატებულია ყველა პირველადი მოხმარების მედიკამენტების ფასიც.  მედიკამენტების იმპორტიორები წამლების გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებენ.  მეორე ფაქტორი, რამაც მედიკამენტებზე ფასები ზრდა გამოიწვია, იმპორტია. მედიკამენტების უმეტესობა საქართველოში უცხოეთიდან შემოდის, ადგილობრივი ბაზრის ათვისება კი სწორად არ ხდება. ამის გარდა, გასათვალისწინებელია იმ ქვეყნის ვალუტის კურსიც, რომლიდანაც მედიკამენტი შემოდის. 

მესამე ფაქტორი, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, სააფთიაქო ქსელების არასწორი გადანაწილებაა. მათი განმარტებით, დიდ ქალაქებში იმაზე მეტი აფთიაქებია, ვიდრე ამის საჭიროებაა, კონკურენცია კი ფასების სხვაობას იწვევს. 

მთავარი ფაქტორი, რაც ახდენს ამ მედიკამენტებზე ფასების ზრდას... კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო პერიოდში  პანდემიიდან გამომდინარე, სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მოხდა ძალიან მკვეთრი დევალვაცია ეროვნული ვალუტის, შესაბამისად, მას მიჰყვა ფასებიც, - ამბობს ექსპერტი. 

სააფთიაქო კალათა გასულ წელს  საქართველოს მოქალაქეს დაახლოებით 8-9% უჯდებოდა, დღეისათვის კი ეს მონაცემი 13%-მდეა გაზრდილი. 
 

მსგავსი სიახლეები