ირაკლი ღარიბაშვილი კარტოგრაფების საქმეზე დაიკითხება

14.05.21 13:51
ირაკლი ღარიბაშვილი კარტოგრაფების საქმეზე დაიკითხება

კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მიცემა საქართველოს პრემიერს მოუწევს.  ქვეყნის პირველი პირის გარდა, სასამართლოში დაბარებული იქნებიან საგარე საქმეთა  სამინისტროს მაღალჩინოსნებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს ჩვენებებს გელა დუმბაძე - 2005 წელს აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი, ზურაბ გუმბერიძე - 2005 - 06 წლებში საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში  და რუსუდან თუშური, საზღვრის დამდგენი კომისისი წევრი, აძლევენ.  გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე დაგეგმილია 100-მდე მოწმის დაკითხვა, ვინც კარტოგრაფების საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

ნამდვილად არ ვიცი, ვინ იკითხება, ჩემი სურვილია, სწრაფად დასრულდეს ეს ყველაფერი, არიან მოწმეები, რომლებიც საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ჩემი სურვილია, პირველ რიგში ისინი დაიკითხონ - აცხადებს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილი. 

კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება  გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო. იმ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები