ჯვრის დაზიანება ისტორიული გაგის ციხეში - ეპარქიაში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი, სასულიერო პირებთან და მრევლთან შეხვედრას მართავს.
განხილვის საგანი ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვრის დაზიანებაა. სასულიერო პირი კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. მანამდე კი "ტვ პირველმა" მამა არსენი ჩაწერა, რომელიც ვანდალური ფაქტის თვითმხილველია.
მამა არსენი, ეპისკოპოსის მსგავსად, თვლის, რომ საქმე გვაქვს რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდებასთან.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა უცნობია, ჰყავს თუ არა გომელაურის უწყებას დამნაშავეები იდენტიფიცირებულები.
"რაც მოხდა გუშინ, ვნახე ჩემი თვალით, ჯვარს რატომ ერჩიან? - კითხულობს სასულიერო პირი.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს