ქვეყნის განახლება, თუ წინასაარჩევნო კამპანია - ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში მოქმედებს

14.05.21 13:45
ქვეყნის განახლება, თუ წინასაარჩევნო კამპანია - ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში მოქმედებს

ქვეყნის განახლება თუ ამომრჩევლის გულის მოგება - მთავრობა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ურბანულ განახლებას დაჩქარებულ რეჟიმში იწყებს. რეგიონებში ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა, თუმცა 60 მილიონიანი ტენდერები ჩაიშალა. ტენდერის პირობების შეცვლის და პრობლემების შესწავლის ნაცვლად, იმავე ღამეს, 12 საათზე ახალი კონკურსი დაიწყო.  

80 მილიონის ტენდერები მოგებული ჰქონდა "ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ კომპანია „დაგს“, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ამ ტენდერების წილიც შეწყდა. ამ დროისათვის, 160 მილიონის შესყიდვები სრულად ჩაშლილია. 

კორუფციის მკვლევარები გამარტივებული გზით შესყიდვების საფუძველზე საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ 500 მილიონის ხარჯვა რეგიონებში მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლების პიარ-კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

ეს ტენდერები გამოცხადდა ძალიან სწრაფად. გამოცხადდა ყოველგვარი შესწავლის გარეშე. 160 მილიონის ტენდერი გამოაცახდეს ისე, რომ არ არის მითიტებული არც ერთი ობიექტუ თუ რა უნდა გაკეთდეს. ღარიბაშვილს გათვლა აქვს ასეთი, რომ აი, ამ ტენდერების ჩატარება, შემდეგ ხელშეკურლებების გაფორმება და სამუშაოების დაწყება, სადღაც უკვე იქნება აგვისტოს დასაწყისი სექტემბერი, ანუ ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდში ჩვენ გვექნება მუსა პროცესი რეგიონებში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გამოიყენებს მისი პიარისთვის. ამით ორ მნიშვნელოვან შედეგეს მიიღებს. ერთი მხრივ მიირებს ათ კაცს, რაც მათთის დამახასიათებელია და მეორეს მხრივ, მიიღებს  ვითომ განახლებულ საქართველოს. ისეთი პირობები ჩაიდო, რომ ტენდერები ჩაიშალა. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე კანონიც აძლევს ამის საფუძველს, რომ გამოაცხადოს ერთ პირთან მოლაპარაკებით, - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 
 

მსგავსი სიახლეები