გახრწნილების დაკანონება სურს, სატანის საქმეა - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის შესახებ

14.05.21 14:29
გახრწნილების დაკანონება სურს, სატანის საქმეა - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის შესახებ

მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ქადაგების დროს ისაუბრა. სასულიერო პირის თქმით, ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის მშვიდი და შესაბამისი გარემოა შექმნილი. მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ  სახალხო დამცველი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას ცდილობს, რაც მისი თქმით, სატანის საქმეა. 

თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგიაა, დავაკანონოთო ერთნაირ სქესიანთა ქორწინებები, ანუ სოდომია, გახრწნილება საქართველოში. შორს ჩვენგან, ეს სატანის საქმეა,"- თქვა მეუფე სპირიდონმა ქადაგების დროს. 

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანიონატში სახალხო დამცველს გაეროს ბავშვთა კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ უშვებენ. ბავშვთა პანსიონატი მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაშია.