ცირკთან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი გააუპატიურა- ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2020 წელს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. დამნაშავედ ცნო.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გაუპატიურებაში ბრალდებული კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს